четверг, 23 октября 2008 г.

კითხვა:

ახდენს თუ არა მეგობრობის სიმტკიცის ხარისხზე გავლენას ეპოქათა ცვლა?

ჰიპოთეზა:

ეპოქათა ცვლა ცვლის  მეგობრობის სიმტკიცის ხარისხს. 

ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზის ირგვლივ აზრების შეკრების მიზნით, გადავწყვიტეთ ,,გვემოგზაურა“ წინა საუკუნეებში. ამისათვის გადავხედეთ დიდი ადამიანების გამონათქვამებს მეგორობის შესახებ. გავიხსენეთ ცნობილ ნაწარმოებებსა და კინოფილმებში მეგობრული სიმტკიცის ამსახველი ეპიზოდები და კადრები. დავაკვირდით დამოკიდებულებებს ერთმანეთისადმი, თითოეული მათგანის მეგობრულ ხასიათს კერძოდ, რამდენის გაგება შეეძლოთ ერთმანეთისათვის და რამდენად დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ.
სურვილი გაგვიჩნდა გაგვეგო ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანების აზრებიც. ამისათვის გადავწყვიტეთ გამოგვეკითხა სხვადასხვა ასაკისა და ხასიათის პიროვნებები, რომლებსაც გარკვეულწილად ჩამოყალიბებული ექნებოდათ საკუთარი შეხედულებები ჩვენს მიერ დასმული კითხვის ირგვლივ. პირადი გამოცდილებებიდან და ცხოვრებიდან გამომდინარე ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანების აზრი არ გაყოფილა მეგობრობის არსის შესახებ, თუმცა ჰიპოთეზის ირგვლივ ძალიან საინტერესოდ გვესაუბრნენ. 


ჰიპოთეზის დამადასტურებელი ფაქტები:

საუკუნეთა ცვლა და ცივილიზაციის განვითარება ყოველთვის ახდენს გავლენას ადამიანის ფსიქიკაზე, მორალზე, სულიერ მდგომარეობაზე. თაობათა შორის ყოველთვის არსებობს გარკვეული განსხვავება შეხედულებებზე. რაც უფრო მეტად ვითარდება ცივილიზაცია, მით უფრო მეტად შორდებიან და უცხოები ხდებიან ადამიანები ერთმანეთისათვის.

წინა ეპოქებში ადამიანები მეტ დროს ატარებდნენ ერთად, მეტად იცნობდნენ ერთმანეთს ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებულები და მათ შორის სიყვარულიც ბევრად მძაფრი და ალალი იყო ვიდრე შემდგომ. აქედან გამომდინარე მეგობრობა უფრო მტკიცე და საიმედო გახლდათ. წარსული ეპოქის ადამიანები მეგობრის გამო ისე შეიწუხებდნენ თავს, როგორც საკუთარისათვის. ცივილიზაციის განვითარებასთნ ერთად ადამიანი ჩაიკეტა თავის სამყაროში. მიეჯაჭვა ტელევიზორს, კომპიუტერს. . . რამაც გარკვეულწილად წინა ეპოქებთან შედარებით მეგობრებში ყოფნის დროის ხარჯზე ხდება. 

ადამიანები შორდებიან ერთმანეთს ,,გალაქტიკებივით".

,,ადამიანები ჩქარი მატარებლებივით დარბიან" (ს. ეგზიუპერი). საქმე ძალიან ბევრი აქვთ და მეგობრებთან ყოფნისათვის მცირე დროღა რჩებათ, რაც ერთგვარად ახდენს გავლენას მეგობრულ სიმტკიცეზე.                                                  

ჰიპოთეზის უარმყოფელი ფაქტები:

მეგობრობა-ადამიანის ღირებულებების ერთ-ერთი განმსაზვრელი ფაქტორია. თუმცა ყველა ადამიანს არ შეუძლია იყოს კარგი, საიმედო  და ერთგული მეგობარი. მეგობრობის ღირსება სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ხარისხისაა. მართალია სამყაროში იცვლებიან ეპოქები და მონაცვლეობენ თაობები. ვითარდება ცივილიზაცია და იცვლბა ადამიანის გონება, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო  თავისი განცდბით, ემოციებით და პიროვნული ღირსებებით უცვლელია. ადამიანი დედამიწაზე ყოველთვის ადამიანია. ამიტომ რა ცვლილებაც არ უნდა შევთავაზოთ ადამიანს სამყაროში, რა საქმეშიც არ უნდა ჩავრთოთ, მას ყოველთვის მოსწყურდება მეგობართან ყოფნა. კონკრეტულ შემთხვევაში პიროვნებებზეა დამოკიდებული რამდენად შეუძლიათ მათ მეგობრული ურთიერთობები ადამიანებთან, რამდენად არსებობს მასში ის ფასეულობები, რომლებსაც მეგობრობა მოაქვს. დღესაც ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომელთა ურთიერთობებზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს ვერც ეკონომიკური და ვერც სოციალური მდგომარეობები (ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს).

მეგობარი-ეს არის ადამიანისათვის მარადიული ფასეულობა რომლის სიმტკიცეზე   გავლენას ეპოქები ვერ ახდენენ.

დასკვნა:

ჩვენი სამუშაო თემა ადამიანის ღირსების ისეთ ფასეულობას შეეხო, როგორიც არის მეგობრობა. გამოსაკვლევად ავირჩიეთ კითხვა: ,,ახდენს თუ არა გავლენას მეგობრული სიმტკიცის ხარისხზე ეპოქათა ცვლა?" აქედან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ ჰიპოთეზა, რომ მეგობრული სიმტკიცის ხარისხი იცვლება ეპოქათა ცვლაში. ჩვენ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოვახდინეთ გამოკითხვა მოსახლეობაში. ჩვენი შეკითხვით მივმართეთ 20 სხვადასხვა ასაკის რესპოდენტს.  20 გამოკითხულიდან მხოლოდ რვამ დაგვიდასტურა ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა. 12-ის აზრით ეპოქები არ ახდენენ გავლენას მეგობრობაზე, თუმცა ყველა ადამიანს არ შეუძლია იყოს კარგი მეგობარი. ეს დამოკიდებულია ადამიანის პიროვნებაზე და არა ეპოქებზე.

საბოლოოდ ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეგობრობა ახდენს ადამიანის ღირსების ის ფასეულობაა, რომლის სიმტკიცეზე ვერავითარი ეპოქალური ცვლა ვერ მოახდენს .